ლევან ბერძენიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობა” არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია

news
: news თებერვალი 5, 2015 11:26

ლევან ბერძენიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობა” არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია

,,ნაციონალურ მოძრაობა” არ არის უძლური მოძრაობა და თუ ის მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა შს მინისტრის განცხადების შეფასებისას გააკეთა.
ბერძენიშვილის თქმით, შს მინისტრის განცხადება, გარკვეული ძალების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით შესასწავლია.
,,თუ რაიმე განზრახვა ვინმეს აქვს და მინისტრმა ამის შესახებ იცის, ის გადადგამს ნაბიჯებს. მთავარია, მინისტრი, ,,ნაციონალური მოძრაობა” და სხვებიც მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში”, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ.
როგორც გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს.

news
: news თებერვალი 5, 2015 11:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics