ლავროვმა ჩირიკბასთან მოლაპარაკება შეაჯამა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 11, 2015 18:29

ლავროვმა ჩირიკბასთან მოლაპარაკება შეაჯამა

მნიშვნელოვანი

  • პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ჟენევის დისკუსიის საკითხების განიხილეს. ,,ვიმსჯელეთ, ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ საქმის ვითარებაზე. განვიხილეთ ჩვენი დელეგაციის მონაწილეობის საკითხი კონსულტაციების მომდევნო რაუნდში. ვეცდებით მივაღწიოთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმებების მიღებას, რომლებიც ამიერკავკასიაში 2008 წლის განმეორებას გამორიცხავს,, აღნიშნა ლავროვმა

სხვა სტატიები

დღეს 11 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის აფხაზ კოლეგა ვიაჩესლავ ჩირიკბასთან მოლაპარაკებების  შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა…

,,ჩვენ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შინაარსიანი საუბარი გვქონდა… განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის  ორმხრივი, განვითარებადი ურთიერთობების მდგომარეობა, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა… ამასთან დაკავშირებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება 5 მარტს ძალაში შესულ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას. ჩვენ შევთანხმდით, შევიმუშავოთ სექტორალური შეთანხმებები, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რათა მთლიანობაში გავაძლიეროთ სამართლებრივი ბაზა ისეთი სფეროების ჩართვით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, სოციალური და ჰუმანიტარული სფეროები,, განაცხადა ლავროვმა.

პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ  მოლაპარაკებების დროს ჟენევის დისკუსიის საკითხების განიხილეს. ,,ვიმსჯელეთ, ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ საქმის ვითარებაზე. განვიხილეთ ჩვენი დელეგაციის მონაწილეობის საკითხი კონსულტაციების მომდევნო რაუნდში. ვეცდებით მივაღწიოთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმებების მიღებას, რომლებიც ამიერკავკასიაში 2008 წლის განმეორებას გამორიცხავს,, აღნიშნა ლავროვმა

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მარტი 11, 2015 18:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics