“კრიმინალებმა გვესროლეს და ვესროლეთ,”- გიორგი ცააძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციაზე

news
: news თებერვალი 2, 2015 15:51

“კრიმინალებმა გვესროლეს და ვესროლეთ,”- გიორგი ცააძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციაზე

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მისამართით საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა, თავად ცააძე უარყოფს. დაკავებამდე გიორგი მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პროკურატურასთან სადაც ის საკუთარი ნებით გამოცხადდა. “რა განზრახ მკვლელობაზეა ლაპარაკი, ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. კრიმინალებმა გვესროლეს და ვესროლეთ. აგერ მოვედი ჩემი ნებით და გავცემ პასუხს,”- განაცხადა გიორგი ცააძემ პროკურატურაში შესვლამდე. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გიორგი ცააძე დააკავეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ განჩინება რომელიც სასამართლოს მიერ 1 თებერვალს არის გამოცემული გიორგი ცააძე არ ცნობს და აცხადებს, რომ მას კანონი არ დაურღვევაია. “ვერ დავეთანხმები პროკურატურას, ცააძე განჩინებაში არსებულ დეტალებს უარყოფს,”- განაცხადა გიორგი ცააძის ადვოკატმა ინგა სეხნიშვილმა.

news
: news თებერვალი 2, 2015 15:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,294
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics