კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის დღევანდელი განცხადებები მოსამართლეების შეცვლას არ გულისხმობს

news
: news მარტი 23, 2015 13:55

კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის დღევანდელი განცხადებები მოსამართლეების შეცვლას არ გულისხმობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თვამჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის განცხადებები სისტემაში გარკვეული ცვლილებების გატარების შესახებ მოსამრთლეების შეცვლას არ გულისხმობს.
როგორც კუბლაშვილმა დღეს, ნინო გვენეტაძის უზენაეს სასამართლოში წარდგენისას აღნიშნა, სტაბილურობა პირველ რიგში სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები არიან შეუცვლელი.
“სტაბილურობა პირველ რიგში სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები არიან შეუცვლელი. ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ წარმატება იქნება ყველა შემთხვევაში თუკი ის ხარვეზები, რაც გვაქვს სისტემაში, აღმოიფხვრება და მიღწევები კიდევ უფრო გაძლიერდება, განვითარდება. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, თუმცა რთულად შესასრულებელი. ის, რომ სასამართლო გვჭირდება ჩვენ – ხალხს და ქვეყანას, არის “ორჯერ ორი ოთხი”. ასე რომ, ნინო გვენეტაძეს ვუსურვებ წარმატებას. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი შემცველი, ყველასთან იგივე სურვილები მექნებოდა”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
ნინო გვენეტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელდება ის ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი.
“ბუნებრივია, კანონის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება. რას შეეხება ცვლილებას, ამას შემდგომში გაცნობებთ. ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებები განხორციელდება”, – აღნიშნა გვენეტაძემ.
რაც შეეხება პირველი რიგის ამოცანას, თავდაპირველად გვენეტაძე მოსამართლეებსა და სასამართლოს აპარატთან შეხვედრას გეგმავს.

news
: news მარტი 23, 2015 13:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics