კორტების საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია–ირმა ჭკადუა

“კორტების საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია,” – ამის შესახებ გადაცემა “არჩევანში” ვაზაგაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, განაცხადა და თქვა, რომ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი, დავით ხაჟალია, როდესაც გაეცნობა საქმის მასალებს, დარწმუნდება, რომ პროკურატურა სწორ ვერსიას განიხილავს.ირმა ჭკადუა

“ყველაზე მთავარი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, 2 მაისიდან ერთი თვის შემდეგ, მაღალჩინოსნები ერთმანეთთან მიმოწერას ახდენენ, გთხოვთ, გააქტიუროთ ოპერატიული ღონისძიებები სავარაუდო დაზარალებულის დასადგენადო. ასეთი მიმოწერა კი ოფიციალურ ვერსიას, რაც მაშინ დასახელდა, არადამაჯერებელს ხდის,” – აცხადებს ირმა ჭკადუა.

ვაზაგაშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე თვის წინ მისი ძმის დაკავების გამო შურისძიების მიზნით დაგეგმა. თუმცა, დავით ხაჟალია ამბობს, რომ ფირცხალავას შურისძიებისათვის ასეთი გრანდიოზული სპეცოპერაციის ჩატარება არ დასჭირდებოდა.

“თუ ფირცხალავას ხუბულოვის ლიკვიდაცია სურდა, მას ამის განხორციელება მოწმეების გარეშე შეეძლო,” – აცხადებს დავით ხაჟალია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიაშენ უნდა იჯდე უკვე ციხეში, ეს კი დაგვიანდა, მაგრამ აგისრულდება–სოსო რობაქიძე