კონსტანტინე კუბლაშვილი: ბევრი პრობლემა გადალახეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საქმე ბოლოში მისული

news
: news მარტი 23, 2015 13:05

კონსტანტინე კუბლაშვილი: ბევრი პრობლემა გადალახეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საქმე ბოლოში მისული

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ახალ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, წარმატებებს და იმ ხარვეზების აღმოფხვრას უსურვებს, რომელიც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ არის. ამის შესახებ ნინო გვენეტაძის წარდგენისას ყოფილმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა და მისი ევროპულ სტანდარტებამდე მისვლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რაშიც უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს იგი წარმატებებს უსურვებს.

“ვულოცავ, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს. საქართველოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა ქვეყნების თავმჯდომარეებისგან განსხვავებით უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. საქართველოში დემოკრატიის სისტემის 20 წელი სრულდება აგვისტოში. სასამართლო ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში გაიარა ურთულესი გზა და მივუახლოვდით იმ სტანდარტს, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა და ობიექტურობა, ასევე მიუკერძოებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი პრობლემა გადალახეს, ჯერ კიდევ არ არის საქმე ბოლოში მისული. მინდა ვუსურვო სასამართლო ხელისუფლებას იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და ასევე იმ მიღწევების შენარჩუნება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში განვითარდა. 2015 წლისთვის ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო მნიშვნელოვნად წინ წავიდა. ყველამ ვიცით ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ევროპული სტანდარტები და ევროპული სტრუქტურები. ეს ვერ იქნება მიღწეული, თუკი აღნიშნული სტანდარტების სასამართლო სისტემაში არ იქნება განხორციელებული, ამიტომ აქვს სასამართლოს მუშაობას ამხელა მნიშვნელობა”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მან თანამშრომლებს, რომლებთანაც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, მადლობა გადუხადა.
კონსტანტინე კუბლაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომელმაც ხაზი გაუსვა სტაბილურობას, რაც აუცილებელია სასამართლო ხელისუფლებისთვის. უცვლელობა და სტაბილურობა – ეს არის მთავარი და ვუსურვებდი, რომ სწორედ ასე წასულიყო სამომავლოდ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობა”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

news
: news მარტი 23, 2015 13:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics