”კონსტანტა ბანკის” შერწყმის გამო, დასვენების დღეებში ”თიბისი ბანკის” ზოგიერთი სერვისი შეიზღუდება

news
: news იანვარი 17, 2015 13:28

”კონსტანტა ბანკის” შერწყმის გამო, დასვენების დღეებში ”თიბისი ბანკის” ზოგიერთი სერვისი შეიზღუდება

bank-constanta_banner“კონსტანტა ბანკის” “თიბისი ბანკთან” გაერთიანების გამო, დასვენების დღეებში ”თიბისი ბანკის” ზოგიერთი სერვისი შეიზღუდება.
როგორც ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, “კონსტანტა ბანკის” “თიბისი ბანკთან” გაერთიანების გამო, 16 იანვრის 22:30 საათიდან 20 იანვრის 10:00 საათამდე არ იმუშავებს: ბანკის მომსახურების შემდეგი არხები: ფილიალები და სერვისცენტრები; ინტერნეტბანკი; ბანკი კლიენტი; მობაილბანკი; სწრაფი გადახდის ტერმინალები; სატელეფონო სერვისცენტრით ოპერაციების წარმოება; განვადების ობიექტები.
აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება მხოლოდ პლასტიკური ბარათების გამოყენება ბანკომატებსა და სავაჭრო ობიექტებში.
ამასთან, 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით საკრედიტო ბარათებსა და სესხებზე დარიცხული დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იქნება 20 იანვარს, 18:00 საათამდე “თიბისი ბანკის” ფილიალებსა და სწრაფი გადახდის ტერმინალებში.

news
: news იანვარი 17, 2015 13:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics