კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

news
: news მარტი 23, 2015 14:05

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

„თბილისის მიკროავტობუსი“ სთხოვს მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას სიცრუეში და ნუ მოახდენენ დღეს ბეჭდური მედიის ერთ-ერთი საშუალებით გავრცელებული ტყუილის ტირაჟირებას. კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური არ ძვირდება.

“კომპანია „თბილისის მოკროავტობუსი“ ითვალისწინებს მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობას და უარს ამბობს სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე.

ლარის თითქმის 30%-იანი გაუფასურების მიზეზით მოცემული მომსახურების სფერო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა დოლარში აღებული საბანკო ვალდებულების გამო, კომპანიას ყოველთვიური საბანკო მომსახურების ხარჯი 400 ათასით ლარით გაეზარდა.

შესაბამისად, რომ არ მოხდეს მგზავრობის ტარიფის გაზრდა, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა” მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლების ყოველდღიური მოსაკრებელი 12 მარტიდან 3 ლარით გაიზრდება.

დღემდე მძღოლების დღიური შემოსავალი საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე იყო, საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით კი მათი ყოველდღიური ხელფასი საშუალოდ 15 ლარით გაიზარდა ანუ მძღოლების დღიური სარგო საშუალოდ მერყეობს 55-დან 95 ლარამდე. აღნიშნული დანაზოგიდან სამი ლარის კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს იმ გამოსავალს, რითაც არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, ასევე გამოსწორდება კომპანიის ფინანასური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ აისახება როგორც მძღოლების კეთილდღეობაზე, ასევე მომსახურების სტანდარტდებისა და მგზავრობის საფასურის შენარჩუნებაზე”, – აღნიშნულია კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებაში.

news
: news მარტი 23, 2015 14:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics