კიევში, ვოლნოვახში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 20 ათასკაციანი მარში გაიმართა

news
: news იანვარი 18, 2015 16:15

კიევში, ვოლნოვახში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი 20 ათასკაციანი მარში გაიმართა

მნიშვნელოვანი

  • კიევში, შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე მრავალათასიანი მარში გაიმართა, რომელშიც, "უნიანის" ინფორმაციით, 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

სხვა სტატიები

კიევში, შევჩენკოს პარკიდან დამოუკიდებლობის მოედნამდე მრავალათასიანი მარში გაიმართა, რომელშიც, “უნიანის” ინფორმაციით, 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც ვოლნოვახში რამდენიმე დღის წინ, სეპარატისტების მიერ სამგზავრო ავტობუსის მიმართულებით ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით “მე ვარ ვოლნოვახა”. თავისუფლების მოედანზე მიტინგისთვის სცენაა მოწყობილი, რომელზეც ამ დროისთვის სასულიერო პირები იმყოფებიან. საზოგადოებრივ წესრიგს 2 ათასამდე სამართალდამცავი უზრუნველყოფს.

news
: news იანვარი 18, 2015 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics