„კვიტაშვილს კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უკრაინაში მით უფრო ვერ ეყოფოდა“

news
: news ივლისი 2, 2015 20:10 განახლებულია

„კვიტაშვილს კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უკრაინაში მით უფრო ვერ ეყოფოდა“

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, კვიტაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრობისთვის ნაკლებად კვალიფიციური.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, კვიტაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრობისთვის ნაკლებად კვალიფიციური.

დეპუტატის თქმით, მას თავიდანვე გაუკვირდა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინაში, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიიწვიეს.

„მართალი გითხრათ, თავის დროზე ძალიან გაოცებული ვიყავი, როცა ბატონი კვიტაშვილი მიწვეულ იქნა მინისტრად, რადგან ის საქართველოშიც ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს. ის არის ძალიან კარგი კაცი, შესანიშნავი ადამიანი, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უცხოეთში როგორ ეყოფოდა. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ კვიტაშვილი იქ ვერ გაამართლებდა. უკრაინა არის დიდი ქვეყანა, იქ არის სულ სხვა დონის კორუფცია და ამ კორუფციასთან ბრძოლა არის ძალიან რთული. კვიტაშვილი მებრძოლი ადამიანი არ არის. მაგალითად, მებრძოლი ადამიანი არის სააკაშვილი. კარგია თუ ცუდი მას შეუძლია ბრძოლა“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. კვიტაშვილი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტს 2008-2010 წლებში საქართველოშიც იკავებდა .

news
: news ივლისი 2, 2015 20:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics