კვიპროსში რუსული ბაზები განთავსდება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 9, 2015 11:20

კვიპროსში რუსული ბაზები განთავსდება

მნიშვნელოვანი

  • კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტაზიდისის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა რუსეთის საავიაციო და საზღვაო ბაზები განათავსოს. ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, ამა წლის 25 თებერვსლს, კვიპროსის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერება ხელი.

სხვა სტატიები

Cyprus' presidential race's forerunner and president of the right-wing Democratic Rally party Nicos Anastasiades looks on before the meeting of European People's Party (EPP) summit in the Cypriot town of Limassolკვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტაზიდისის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა რუსეთის საავიაციო და საზღვაო ბაზები განათავსოს. ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, ამა წლის 25 თებერვსლს, კვიპროსის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერება ხელი.
,,ჩვენ რუსეთთან გვაქვს ძველი ხელშეკრულება, რომელსაც განვაახლებთ და ზოგიერთ საკითხსაც ჩავამატებთ. ჩვენ ამ მომენტში შეგვიძლია დამატებითი მომსახურება შევთავაზოთ რუსეთს, ისევე როგორც ვთავაზობთ მაგალითად საფრანგეთს ან გერმანიას,, განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა. კვიპროსული მედიის ცნობით, იგულისხმება ,,ანდრეას პაპანდრეუს,, ავიაბაზის, რომელიც პაფოსის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს და ლიმასოლის პორტის დათმობა რუსეთისთვის. აღსანიშნავია, რომ ,,პაპანდრეუს,, ბაზიდან 50 კილომეტრში, ინგლისური სამეფო ავიაციის ბაზა ,,ასტორიაა,, განთავსებული.
კვიპროსის კუნძულზე რუსეთის ელჩ სტანისლავ ოსადჩის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყება კვიპროსელ კოლეგებთან, ამჟამად მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც კვიპროსის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტისთვის მზად უნდა იყოს ხელის მოსაწერად.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 9, 2015 11:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics