კახა კალაძე – ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია

news
: news იანვარი 26, 2015 21:32

კახა კალაძე – ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია

მნიშვნელოვანი

  • როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა, ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია.

სხვა სტატიები

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ვახტანგ გომელაური წარმატებული მინისტრი იქნება და ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან საქმეებს განახორციელებს.
როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ჩართვისას განაცხადა, ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია.
“მივესალმები ბატონ ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას. შსს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო ქვეყანაში. ბატონი ვახტანგი გახლავთ ძალიან ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და რაც მთავარია, მაღალი დონის პროფესიონალი. ამიტომ მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბატონი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიიღო – ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული მინისტრი იქნება და ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს განახორციელებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო დაცვის პოლიციაში 2002 წლიდან მუშაობდა.
შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

news
: news იანვარი 26, 2015 21:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics