კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს–ირაკლი ღარიბაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 16:33

კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს–ირაკლი ღარიბაშვილი

კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდარღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 16, 2015 16:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics