“იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ”

news
: news მარტი 8, 2015 14:40 განახლებულია

“იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ”

მნიშვნელოვანი

  • სამტრედიის გამგეობაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს მომართვის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაძლებელია ქალბატონს 100-დან 500-ლარამდე დაეხმარონ.

სხვა სტატიები

სამტრედიის რაიონში მცხოვრები 47 წლის ქალბატონი დახმარებას ითხოვს. 47 წლის დელიზა დუნდუას ოპერაციისთვის 4 600 ლარი ესაჭიროება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

საწოლს მიჯაჭვული ქალბატონის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ ქალბატონს ფეხზე ერთი ოპერაცია საკუთარი სახრებით გაუკეთეს, მეორე ოპერაცია 20 მარტსაა ჩანიშნული, თუმცა ფინანსების არქონის გამო ოპერაციას სავარაუდოდ, ვერ გაიკეთებს.

“პირველი ოპერაცია რომ გაიკეთა ექიმებმა უთხრეს, რომ თუ გინდა გაიარო, მაშინ ოპერაცია მეორე ფეხზეც უნდა გაიკეთოო. ოჯახი ძალიან გაჭირვებულია და ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ და ასე განგვიცხადეს, რომ მაქსიმუმ 500 ლარით შეგვიძლია დახმარებაო. იქნებ, როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ”, – აცადებს გულიკო ქუნქელია.

სამტრედიის გამგეობაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს მომართვის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაძლებელია ქალბატონს 100-დან 500-ლარამდე დაეხმარონ.

“თუ საავადმყოფოდან მოგვიტანს ცნობას, რომ ქალბატონს ესაჭიროება ოპერაცია ჩვენ შეგვიძლია, რომ მას 500-ლარამდე თანხით დავეხმაროთ, მეტი საშუალება ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გვაქვს”, – აცხადებს სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია.

news
: news მარტი 8, 2015 14:40 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics