იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა–ლევან გაბუნია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 3, 2015 23:41

იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა–ლევან გაბუნია

მნიშვნელოვანი

  • ბექა პაპუაშვილი იყო 21 წლის, ჩემი შვილი იყო 21 წლის, როდესაც ისინი მოკლეს. ჩვენი შვილები რას შეეწირა?! რეზონანსულ საქმეებად ჩვენი მთავრობა ამას არ თვლის, რადგან ეს იყო კრიმინალების მიერ მოკლული ადამიანები და ისინი, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და სპეცოპერაციას შეეწირნენ, არიან გმირები?! თბილისი პატარა სოფელივითაა და არაფერი იმალება – ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. მე მინდა ვკითხო ამ თბილისელებს, რომლებმაც ყველაფერი იციან, როცა ისმენენ, რომ ვაზაგაშვილები იყვნენ გმირები, მაინც და მაინც მე უნდა ამაფეთქონ ან გია პაპუაშვილი?"

სხვა სტატიები

ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა…იური ვაზაგაშვილი კრიმინალი იყო…მიმიფურთხებია თბილისელებისთვისაც და პოლიტიკოსებისთისაც…ეს განცხადება გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამამ ლევან გაბუნიამ, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” საუბრისას გააკეთა.

მისი განცხადებით, მისი შვილი, იმის გამო რომ იყო მოწმე 21-ი წლის ბექა პაპუაშვილის მკვლელობისა, რომელიც გაბუნიას განცხადებით ასევე ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა, როგორც მოწმე “მოიშორეს”. გაბუნია აცხადებს,რომ “2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო ჩემი შვილი. შემდეგ წლისთავზე, ჩემი შვილი, როგორც მოწმე მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. მან მაშინვე, 2002 წელს არ აგო პასუხი პაპუაშვილის მკვლელობაზე, მაგრამ 2003 წელს უკვე “ვარდების რევოლუცია” მოხდა, მთავრობა შეიცვალა და იმის შიშით, რომ ახალ მთავრობას შეიძლება გამოეძიებინა ეს საქმე, მოწმე მოიშორეს”, – აღნიშნა ლევან გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები მკვლელობის დღესვე დააკავეს და მაშინვე გაუშვეს, ვინაიდან იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა. ლევან გაბუნიას თქმით, მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია მას მისი შვილის საქმის გამომძიებლებმა მიაწოდეს. ამასთან, ლევან გაბუნიას თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის დახასიათებამ და შუამდგომლობამ და ასევე, საბურთალოს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა. ლევან გაბუნია ვარაუდობს, რომ თანხის ნაწილი, შესაძლოა, ელენე თევდორაძემაც მიიღო.

“ჩემი სათქმელი არის ერთადერთი – ბექა პაპუაშვილი იყო 21 წლის, ჩემი შვილი იყო 21 წლის, როდესაც ისინი მოკლეს. ჩვენი შვილები რას შეეწირა?! რეზონანსულ საქმეებად ჩვენი მთავრობა ამას არ თვლის, რადგან ეს იყო კრიმინალების მიერ მოკლული ადამიანები და ისინი, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და სპეცოპერაციას შეეწირნენ, არიან გმირები?! თბილისი პატარა სოფელივითაა და არაფერი იმალება – ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. მე მინდა ვკითხო ამ თბილისელებს, რომლებმაც ყველაფერი იციან, როცა ისმენენ, რომ ვაზაგაშვილები იყვნენ გმირები, მაინც და მაინც მე უნდა ამაფეთქონ ან გია პაპუაშვილი?”, – განაცხადა ლევან გაბუნიამ.
მისივე თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილი კრიმინალი და მკვლელი იყო მანამდეც, ვიდრე პაპუაშვილს და მის შვილს მოკლავდნენ. “კრიმინალი იყო, ყაჩაღი და ბანდიტი. იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რას საქმიანობდა ის “ჯაზუში”. ნარკოტიკები იყიდებოდა, “სუბუტექსის” პირველი შემომტანი იყო. ასე რომ, პოლიტიზირებულია საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსებს სჭირდებთ. მიმიფურთხებია იმ თბილისელისთვის და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც ჩემი შვილი და პაპუაშვილის მკვლელობის საქმე საბოლოოდ დასრულდება”, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას გარდაცვალებაზე საქმე თავიდან თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შემდეგ გადაკვალიფიცირდა ჯერ თვითმკვლელობამდე მიყვანის, შემდეგ კი მკვლელობის მუხლით. ლევან გაბუნია აცხადებს, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქმის გამოძიების იმედი ჰქონდა, მაგრამ წინსვლა არ არის. მიუხედავად ამისა, ლევან გაბუნია ვარაუდობს, რომ თუ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გაიხსნება, ამას გიორგი გაბუნიასა და ბექა პაპუაშვილის საქმეების გამოძიებაც მოჰყვება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 3, 2015 23:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,146
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics