იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

news
: news იანვარი 21, 2015 12:37

იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოასვენეს. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან იმყოფებოდნენ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
“პროცედურები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზას პროფესიონალები ესწრებოდნენ, რომლებსაც სრულად ვენდობით. ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი გუშინვე ჩაერთო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რაიმე სახის ეჭვი ან უნდობლობა გაგვაჩნია. რაც მეტი ექსპერტი იქნება ჩართული, გამოირიცხება ყველა შესაძლო ვარიანტი და მივლენ სწორ დასკვნამდე”, – განაცხადა ჭკადუამ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
: news იანვარი 21, 2015 12:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics