ისრაელის პრემიერი საფრანგეთის ებრაელობას სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს

news
: news იანვარი 11, 2015 14:45

ისრაელის პრემიერი საფრანგეთის ებრაელობას სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიახუმ, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებს, სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა და მსურველებს სახელმწიფო დონეზე დახმარება აღუთქვა. მან ეს განცხადება საფრანგეთში ებრაულ მარკეტში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გააკეთა. ,,ისრაელი არამარტო თქვენი სამშობლოა, რომელსაც ლოცვის დროს მიმართავთ, ისრაელის სახელმწიფო ასევე თქვენი სახლია და ამ ქვეყანაში დაბრუნების მსურველ ყველა ებრაელს, სახელმწიფო სიამოვნებით მიიღებს. ჩვენ დაგეხმარებით ამ სახელმწიფოში ადაპტირების პროცესში, რომელიც თქვენი სახელმწიფოც არის.,, განაცხადა ნეთანიახუმ. უახლოეს დღეებში, პრემიერის დავალებით, მთავრობა ევროპის ქვეყნებიდან რეპატრიანტების მიმართ დახმარების ახალ პროგრამას შეიმუშავებს, აცხადებს ისრაელის მედია.
ევროპიდან რეპატრიანტების რიცხვმა, ებრაული სააგენტო ,,სოხნუთის,, მონაცემებით, ბოლო ათწლეულში რეკორდულს მიაღწია და 2014 წელს 26500 კაცი შეადგინა. ყველაზე მეტი ებრაელი ემიგრანტი კი, გასულ წელს საფრანგეთიდან წავიდა ისტორიულ სამშობლოში.

news
: news იანვარი 11, 2015 14:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics