„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ისტორიული სიძველეები გაანადგურეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 27, 2015 20:25 განახლებულია

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ისტორიული სიძველეები გაანადგურეს

მნიშვნელოვანი

  • „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ისტორიული სიძველეები გაანადგურეს

სხვა სტატიები

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ისტორიული სიძველეები გაანადგურეს„ისლამურმა სახელმწიფომ“ 5 წუთიანი ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა, სადაც სამუშაო იარაღებით შეიარაღებული ჯიჰადისტები აღმოსავლეთ ერაყში მე-7 საუკუნის რელიკვიებს ანადგურებენ.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი მოსული გასული წლის ივნისში დაიპყრო. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ბოევიკები როგორ ანადგურებენ ფასდაუდებელ სამუზეუმო ექსპონანტებს, არქეოლოგიური გათხრების ადგილზე როგორ ანადგურებენ ძეგლებს.
შავებში ჩაცმული ბოევიკები იატაკზე ყრიან ყველაფერს, რაც ხელში ხვდებათ და ტეხავენ მას სხვადასხვა საშუალებებით.
მათ შორის, ჩანს როგორ ანადგურებენ სირიული კულტურის ერთ-ერთ შედევრს, მე-9 საუკუნის სკულპტურას „ფრთიანი ხარი“ ნინევადან, რომელიც ძველ დროში მფარველ-ღმერთად იყო მიჩნეული. ბოევიკები სკუპტურას ვიდეოში „ყალბ ღმერთს“ უწოდებენ.
ყველა განადგურებული შედევრი ორიგინალია და მისი დაკარგვა მსოფლიო კულტურისთვის აუნაზღაურებელი ზარალია.
„ეს არა მხოლოდ ერაყის საგანძურია, არამედ მსოფლიო შედევრები. ისინი ფასდაუდებელი სიმდიდრეა და უნიკალურია. არ მჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“ თქვა ირანელმა არქეოლოგმა ლაიმა გაილანმა ლონდონის არქეოლოგიის უნივერსიტეტიდან რეიტერთან საუბრისას.
მეცნიერმა მომხდარი 2001 წელს ავღანეთში თალიბების მიერ განადგურებული ბამიანის ბუდას ქანდაკებას შეადარა.
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები იმის გარდა, რომ ანადგურებენ შედევრებს, ზოგ მათგანს შავ ბაზარზე ყიდიან ფინანსების მოსაძიებლად.
მიმდინარე წლის იანვარში მათ მოსულის ცენტრალური ბიბლიოთეკა და უნივერსიტეტი გაქურდეს. ათასობით წიგნი კი სტუდენტების თვალწინ დაწვეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 27, 2015 20:25 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,826
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics