ირმა ინაშვილი: 22 ან 23 მარტს სააკაშვილის დავალებით მოწამლავენ მერაბიშვილს, უგულავას ან ბაჩო ახალაიას

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 8, 2015 21:39

ირმა ინაშვილი: 22 ან 23 მარტს სააკაშვილის დავალებით მოწამლავენ მერაბიშვილს, უგულავას ან ბაჩო ახალაიას

ირმა ინაშვილი: 22 ან 23 მარტს სააკაშვილის დავალებით მოწამლავენ მერაბიშვილს, უგულავას ან ბაჩო ახალაიას„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მას აქვს სასწრაფო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 21 მარტის ფარგლებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პატიმრების – ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას ან ბაჩო ახალაიას მოწამვლა იგეგმება.

ირმა ინაშვილის განცხადებით, მან კონკრეტული ადამიანიც იცის, ვინც ამ გეგმას საქართველოში კურირებს და მზადაა, საგამოძიებო ორგანოებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, სასჯელარსრულების დეპატრამენტში და ზოგადად, ხელისუფლებაში ამ ინფორმაციას ფლობენ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებაა და განხორციელდება „სამზარეულოში მომუშავე პირის“ მეშვეობით.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ასევე სააკაშვილის დავალებით იგეგმება თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთ წარმომადგენელზე გიორგი კანდელაკზე, რომელიც, ინაშვილის თქმით, „ევროპისთვის სახეს წარმოადგენს“ და ხშირად გამოდის მოხსენებით ევროსტრუქტურების ტრიბუნაზე.

ინაშვილის თქმით, სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ამ ინფორმაციების დასავლეთამდე მიტანაში დაეყრდნობიან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა 80%-ს, ანუ ელჩებს. მისი თქმით, მაია ფანჯიკიძის მიერ სტრასბურგში და გაეროში საქართველოს სახელით წარდგენილი იყო გიორგი ტუღუში, რომელიც, ცხადია, სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავებს.

ირმა ინაშვილმა ასევე „არჩევანში“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გეგმავს ასევე ავტოკატასტროფას მის წინააღმდეგ: „მათ იციან ჩემი მარშრუტი, ერთხელ უკვე აღვკვეთე ეს მცდელობა 28 თებერვალს, როცა ბათუმში არ წავედი და არ გამოუვიდათ, მათ იციან, რომ დიდი დიღმის მიმართულებით ვმოძრაობ და სწორედ ამ გზაზე აპირებენ, ჩემს ავტომანქანას შემხვედრი მანქანა დააჯახონ. მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, ვინც ამ გეგმას ხელმძღვანელობს: თქვენი არავის ეშინია და სააკაშვილი კი თავის სიცოცხლეს მაინც დაასრულებს ციხეში“.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 8, 2015 21:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics