ირაკლი ღარიბაშვილი ხადურს და კვირიკაშვილს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური გუნდს მოუწოდებს, მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია წინმსწრებად მიაწოდოს.

შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ფინანსთა ეკონომიკის მინისტრებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია დაავალა.

“საჭიროა რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ხალხთან. მოსახლეობას ავუხსნათ ის ტენდეციები, რომელიც მომავალში გამოიკვეთება და წინსწრებად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია. ასე, რომ მოგიწოდებთ ამის თაობაზე”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს.

რაც შეეხება ზოგად ეკონომიკურ ვითარებას, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ახდენს.

“ჩვენ რეალობა არ უნდა დავივიწყოთ – ის რაც ხდება მსოფლიოსა და რეგიონში, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს ეკონომკურ ვითარებაზე. ჩვენც ამის შესაბამისად უნდა დავგეგმოთ მიმდინარე წელი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინსკის შეხვედრა ჯერ კიდევ არ დასრულებულა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: ყოვლად გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას