ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა

news
: news იანვარი 12, 2015 17:39

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციაზე, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასრულების თაობაზე.

“იცით, რომ საქართველო ემზადება რიგის სამიტისთვის, რომელიც ამა წლის მაისში გაიმართება. ჩვენ ესტონეთისგან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და მე მინდა მადლობა გადავუხადო ესტონეთს, პირადად პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაცისა და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისათვის.

ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, ასევე შევეხეთ რეგიონულ უსაფრთხოებას, მიმოვიხილეთ საკითხები, რომელიც უკრაინას ეხება.

მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორიოს თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული და ამ მიმართულებით არ გვაქვს გაუმჯობესება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
: news იანვარი 12, 2015 17:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics