ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში

news
: news თებერვალი 5, 2015 10:39

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო საუკეთესო ბოლო 5 წლის განმავლობაში

„არ უნდა შეიქმნას ხელოვნური ბარიერები ბიზნესისთვის,” – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ის დაინტერესდა ბიზნესის მდგომარეობით და იმ პრობლემებით, რომელიც დღეს ბიზნესსექტორს ყველაზე მეტად უშლის ხელს და განაცხადა, რომ ის ბიზნესმენების პასუხით გაოცდა.

„დავინტერესდი, თუ რა პრობლემები ექმნება ზოგადად ბიზნესს, ან რა შეფერხებები აქვს ზოგადად ბიზნესს საქართველოში და მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო ყველაზე საუკეთესო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,” – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად დააჩქარონ ნებისმიერი პროცესი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არის საჭირო და მაქსიმალურად გაამარტივონ ბიზნესის წარმოება ქვეყანაში.

„ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში. ასე რომ, ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება. არც ერთმა არ შექმნას რაიმე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის რაიმე ბარიერს, აუცილებლად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ეს,” – განაცხადა პრემიერმა.

news
: news თებერვალი 5, 2015 10:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,023
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics