ირაკლი ღარიბაშვილი – სტიქიით დაზარალებულთა დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს

news
: news ივლისი 3, 2015 13:20

ირაკლი ღარიბაშვილი – სტიქიით დაზარალებულთა დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულების დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულების დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მთავრობა ჩართულია და ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმას და მათ დაბინავებას. მე მინდა, რომ ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს. დღეს გვესწრება ქალაქის მერი დავით ნარმანია და მე ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს დაბინავების და განსახლების პროცედურები. ყველა ოჯახი, ვინც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, უნდა დავაბინაოთ, ახალი სახლები შევუძინოთ, ვისაც სჭირდება, გავურემონტოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.

news
: news ივლისი 3, 2015 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics