ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული დახმარებისთვის ყველას მადლობას უხდის

news
: news ივლისი 3, 2015 13:40 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული დახმარებისთვის ყველას მადლობას უხდის

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის სხვადასხვა ქვეყნებს, ბიზნესმენებს და კერძო პირებს, რომლებმაც თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისთვის თანხები გადმორიცხეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის სხვადასხვა ქვეყნებს, ბიზნესმენებს და კერძო პირებს, რომლებმაც თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისთვის თანხები გადმორიცხეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მინდა აღვნიშნო მადლიერებით ის შემოწირულობები, კონტრიბუციები, რომელიც გასწიეს სხვადასხვა სახელმწიფოებმა, ბიზნესმენებმა, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელებმა. გუშინ მაცნობეს, რომ საუდის არაბეთის პრინცმა, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში რამდენიმე კვირის წინ, დაზარალებულებს გადმოურიცხა 300 000 დოლარი. ამიტომ, მე მინდა, მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო მას, ასევე ყველა იმ ბიზნესნმენს, ბანკებს, ფიზიკურ პირებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც სერიოზული დახმარება გაგვიწიეს და, რაც მთავარია, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის უპროცედენტო კონსოლიდაციის და სოლიდარობის გამოხატულება. პრემიერმა ყველა ქვეყანას, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათ დაუყოვნებლივ, იმავე დღეებში აღუთქვეს ქართულ მხარეს დახმარება, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე ფინანსური რესურსები და ტექნიკის კუთხით დახმარება.
“მე მინდა გამოვყო რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. მე პირადად მქონდა საუბარი თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. რუსეთიდან იყო ასევე შემოთავაზება, ასევე დამირეკეს უკრაინიდანაც. ასე რომ, მე მინდა ყველას ვუთხრა მადლობა ამ დახმარებისთვის და შემოთავაზებისთვის. მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ გვიჭირდა, მეზობელი სახელმწიფოების დახმარება ნიშნავს ძალიან ბევრს. მთავრობის სახელით მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news ივლისი 3, 2015 13:40 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics