ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გასაძლიერებლად

news
: news ივლისი 3, 2015 12:10 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გასაძლიერებლად

მნიშვნელოვანი

  • საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მათივე განმარტებით, საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს. აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.
ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არის კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ.

news
: news ივლისი 3, 2015 12:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics