ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

news
: news თებერვალი 8, 2015 11:52 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, შეხვედრას კარგი მომზადება სჭირდება და ის შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსი შეუქცევადია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: “უკრაინის მიღმა – გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში”.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სესიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ ვუჩიჩი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი.

news
: news თებერვალი 8, 2015 11:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics