ირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს

news
: news მარტი 4, 2015 13:06 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს

მნიშვნელოვანი

  • ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს და ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს და ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ შეისწავლა ათასობით ასეთი საქმე. მოგეხსენებათ, დაკავებული არიან და აღძრულია საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ მიმართ, ვის საქმიანობასაც უკავშირდება წლების განმავლობაში გამეფებული უკანონობა, უსამართლობა, ადამიანთა დაჩაგვრისა და ღირსების შელახვის ფაქტები. ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია”.
“სწორედ აქედან გამომდინარე, ვერ ვიჩქარებდით, ყველა პროცესს კარგი გაანალიზება და გააზრება და გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია _ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ დანაშაულების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ და ეს უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს.

news
: news მარტი 4, 2015 13:06 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics