ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთთან პოლიტიკურ ნაწილში არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით

news
: news თებერვალი 8, 2015 11:39 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთთან პოლიტიკურ ნაწილში არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით

მნიშვნელოვანი

  • დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და არანაირი პროგრესი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ შევეცადეთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას,

სხვა სტატიები

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და არანაირი პროგრესი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ შევეცადეთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ორი წლის წინ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, რუსეთისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა, რასაც ადეკვატური ნაბიჯები არ მოჰყოლია.

“მახსოვს, პრეზიდენტი პუტინი ამბობდა, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან არ შეეძლო მოლაპარაკება, მაგრამ მთავრობა შეიცვალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო პირდაპირი დიალოგის ფორმატი რუსეთის მთავრობასთან და ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს ვაჩვენეთ, რომ კონსტრუქციული ხალხი და კონსტრუქციული ხელისუფლება ვართ. ჩვენ მშვიდობა და რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობა გვინდა, მაგრამ როგორ უნდა აღვადგინოთ ნდობა რუსეთსა და საქართველოს შორის?! ჩვენ ერთმანეთისგან გავაცალკევეთ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გარკვეულად გაუმჯობესდა, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მრავალი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა დაძაბულობის განსამუხტად და თუნდაც ტერიტორიების დეოკუპაციაზე საუბრის დასაწყებად, რის შემდეგაც აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება დაიწყებოდა, თუმცა საპასუხოდ, რუსეთმა აფხაზეთთან გააფორმა ე.წ მოკავშირეობის შეთანხმება და მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერას აპირებს ოსეთთან.
“რუსეთმა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად არ უპასუხა ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რა იქნება რუსეთის შემდეგი ქმედება ჩვენთან მიმართებაში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news თებერვალი 8, 2015 11:39 განახლებულია
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


6,216
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics