ირაკლი ღარიბაშვილი: ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი

news
: news მარტი 7, 2015 16:04

ირაკლი ღარიბაშვილი: ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება  თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ჟიული შარტავამ, როგორც სოხუმის დამცველმა ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლომდე უერთგულა ქვეყანასა და თავის ხალხს”.

“საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.

ჟიული შარტავამ, როგორც სოხუმის დამცველმა ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოლომდე უერთგულა ქვეყანასა და თავის ხალხს.

აფხაზეთის ომი ჩვენი დროის უმძიმესი ძმათამკვლელი ომი იყო. ამ ომმა გახლიჩა ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი ძმობა. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ამ ომს შეეწირა ჟიული შარტავა.

პატივს მივაგებ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება ჩვენთვის სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

news
: news მარტი 7, 2015 16:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics