ირაკლი ღარიბაშვილი – იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა

news
: news მარტი 17, 2015 13:58

ირაკლი ღარიბაშვილი – იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში განაცხადა, სადაც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შენობა გახსნეს და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე მიულოცეს.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მე მინდა, რომ საზოგადოებას განვუმარტო – ამ ადგილზე, ვიდრე ჩემი დავალებით ბაზას გავაკეთებდით, იყო მიტოვებული შენობა. ადრე იყო საბავშვო ბაღი, შემდეგ ვანო მერაბიშვილის მამას უნდოდა ამ შენობის, ამ ტერიტორიის შესყიდვა ერთ ლარად. უნდოდათ სასტუმროს გაკეთება, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, რადგან ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ რეგიონში არ იყო სპეცრაზმი, ამიტომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულმა მოქალაქემ თავი უფრო მეტად დაცულად იგრძნოს.
“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ასზე მეტი ობიექტის რესტავრაცია, რეაბილიტაცია მოვახდინეთ. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ბაზა გარემონტდა და აღიჭურვა. სპეცრაზმელებს უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება, ეკიპირება გადაეცათ. პოლიციელები და სპეცრაზმელები არიან განსაკუთრებული ხალხი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვიაზე მიდიან, საკუთარ მოქალაქეებს იცავენ, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და სიცოცხლეს წირავენ. ამ განსაკუთრებულ ხალხს სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან დაფასება სჭირდება. ასე რომ, კდიევ ერთხელ ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
: news მარტი 17, 2015 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics