ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

news
: news იანვარი 31, 2015 12:24

ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი. პარტია ,,ქართული ოცნების” დაარსების დღიდან ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული თამაზ ავდალიანი. იგი ერთგულად ემსახუროდა ქვეყანას და ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან.
ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

news
: news იანვარი 31, 2015 12:24
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


11,564
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics