ირაკლი ღარიბაშვილი – დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლოდინები გაამართლოს

news
: news იანვარი 26, 2015 14:31

ირაკლი ღარიბაშვილი – დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლოდინები გაამართლოს

დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გომელაურის შს მინისტრად წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გომელაური, რომელიც დღემდე შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

“ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას აქვს გააზრებული ის, რაც ახლავს ამ თანამდებობას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ვახტანგი ორი წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მანამდეც ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. ვუსურვებ მას წარმატებებს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news იანვარი 26, 2015 14:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics