ირაკლი ღარიბაშვილი – დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა

news
: news მარტი 24, 2015 16:41 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა

მნიშვნელოვანი

  • მჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი , - ამ

სხვა სტატიები

მჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტში საგარეო წყაროებიდან გათვალისწინებული სესხები და გრანტები ფაქტობრივად სრულად იქნა ათვისებული.
“ჩემთვის დიდი პატივია საფუძველი ჩავუყარო დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება საქართველოს მთავრობასა და მის მეგობარ სახელმწიფოებს – განვითარების პარტნიორებს – შორის დიალოგისათვის. ბატონებო, თქვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის ფასდაუდებელია. ასეთი თანადგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, რომელსაც ექნება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და ძლიერი ეკონომიკა. ამჟამად დონორი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ 500 პროქტზე მეტს და საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აღემატება. მხოლოდ 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტში საგარეო წყაროებიდან გათვალისწინებული იყო მილიარდ 36 მილიონი ლარის ოდენობის შეღავათიანი სესხებისა და 144 მილიონი ლარის მოცულობით გრანტების მიღება, რაც ფაქტობრივად სრულად იქნა ათვისებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პრიორიტეტებმა, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ განსაზღვრა, თქვენი ფართო მხარდაჭერა მოიპოვა”, – მიმართა ფორუმის მონაწილეებს პრემიერმა.
მისივე თქმით, ქვეყანა მოწოდებულია უზრუნველყოს საგარეო რესურსების ეფექტიანი გამოყენება.
“დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სამომავლო ხედვა, რათა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად საუკეთესო შედეგების მისაღწევად. პარიზის დეკლარაცია დახმარების ეფექტიანობის შესახებ, რომელთანაც საქართველო 2011 წლიდანაა მიერთებული, ბუნებრივ მიზნებს გვისახავს, რადგანაც ქვეყანა მოწოდებულია გააუმჯობესოს სტრატეგიული დაგეგმვა და უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობა, აგრეთვე უზრუნველყოს საგარეო რესურსების ეფექტიანი გამოყენება მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიების განხორციელებასა და ვალდებულებების შესრულებაში. როგორც მოგეხსენებათ, პარიზის დეკლარაცია მოითხოვს, რომ დონორების მხარდაჭერა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიას, არსებულ ინსტიტუტებსა და პროცედურებს. ამისათვის კი საჭიროა მთავრობის მხრიდან მეტი მფლობელობის დემონსტრირება. მფლობელობა ამ კონტექსტში გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განვითარების პოლიტიკას და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამის ნათელი დასტურია”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოველწლიური ფორუმი კოორდინაციის სხვა სისტემურ მექანიზმებთან ერთად კიდევ უფრო დაახლოებას განაპირობებს და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გარღმავდება.
“თუ კვლავ პარიზის დეკლარაციასა და განვითარების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ყველა შემდგომ დოკუმენტს მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, და თქვენ, ჩვენი პარტნიორები განვითარებაში, ორმხრივად ანგარიშვალდებული ვართ, რაც არის კიდეც ჩვენი ერთობლივი წარმატების საფუძველი. ბატონებო, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს წარმატებული თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. თქვენი თანადგომა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მეგობრობისა და ნდობის დასტურია, არამედ გვაძლევს იმის იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მსოფლიოს აქცევს უფრო უკეთესად და უფრო უსაფრთხოდ”, – განაცხადა პრემიერმა.

news
: news მარტი 24, 2015 16:41 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics