ირაკლი ღარიბაშვილი – გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 5 000 ლარამდე იქნება

news
: news იანვარი 15, 2015 11:24

ირაკლი ღარიბაშვილი – გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 5 000 ლარამდე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმის დაწესება აუცილებელი იყო იმისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ შესაბამისი რჩევები გარემოს დასაცავად.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, პარლამენტმა მიიღო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლის მიზანია მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო.

“ამ მიზნით ვიცით, რომ დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები. მე მინდა მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტებები კოდექსზე, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, რომ გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან მაქსიმუმ 5 000 ლარამდე. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დავამკვიდროთ შესაბამისი ჩვევები გარემოს დასაცავად, რომ თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კოდექსის აღსრულებაზე იმუშავებენ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტი, საპატრულო დეპარტამენტი და ყველა ქალაქსა და რაიონში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები.

“ასევე მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ კარგად გააცნობიეროს, რომ გარემოს დაბინძურებისგან დაცვა არის ყოველი ჩვენგანის ვალი. ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და ახლა უკვე კანონს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news იანვარი 15, 2015 11:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics