“ირაკლი ფირცხალავა მემუქრებოდა,” – თეა წულუკიანი

news
: news თებერვალი 4, 2015 20:45

“ირაკლი ფირცხალავა მემუქრებოდა,” – თეა წულუკიანი

მნიშვნელოვანი

  • მინისტრის განცხადებით, ფირცხალავა მას მაშინ დაემუქრა, როდესაც თბილისში "სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი" გაიხნა.

სხვა სტატიები

“ირაკლი ფირცხალავა მემუქრებოდა,”- ეს განცხადება იუსიტიიც მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ფირცხალავა მას მაშინ დაემუქრა, როდესაც თბილისში “სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი” გაიხნა.

“ირაკლი ფირცხალავას ეს დაფა არ მოსწონდა და მემუქრებოდა კიდეც. მინდა, გითხრათ, რომ ეს დაფა აუცილებლად დარჩება და იქნება იქ, სადაც არის,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღესვე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 11 პირს პატიმრობა მიუსაჯა.

“ისეთი ადამიანის და ბრალდებულის გარეთ ყოფნა, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, დაუშვებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მივესალმები მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს მარტო მას არ ეხება. ეს ეხება ყველას, ვინც საპატიმროში გამწესდა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

news
: news თებერვალი 4, 2015 20:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics