ირაკლი ფირცხალავა – დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვზივარ

იმ დღეს მოხდა ტრაგედია, ამ ბიჭებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს , – ეს განცხადება ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 2006 წლის 2 მაისის კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, წლების განმავლობაში ბრალდებულის სკამზე მსხდომების გვერდით იდგა და დღეს არის ბედნიერი.
“დღეს ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვზივარ. წლების განმავლობაში მათ გვერდით ვიდექი, მათ შორის – ომის დროს წინა ხაზზე ვიდექი და კბილებით ვიცავდით ცხინვალს. გიორგი ცააძის დამსახურებაა ქვეყანაში ავტომობილების გატაცების ამოძირკვა. გამომძიებელი ბეროძე კი არის რიგითი გამომძიებელი, რომელიც წლების განმავლობაში არ წასულა გარიგებაზე. კახა ნაკანი არის ადამიანი, რომელიც ფლობს ყველა ჯილდოს, თუკი რამე არსებობს. იმ დღეს მოხდა ტრაგედია, ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში, მთელმა თბილისმა იცის, რომ ჩემი ძმა სოდს არ დაუკავებია, ის მე თვითონ დავაკავე. მოსახდელი მოიხადა და მას შემდეგ არის ღირსეული მოქალაქე და ღირსეული მამა. სიბინძურეა, როდესაც ამ საქმეში ოჯახის წევრს რევენ. ამათ არ აინტერესებთ პოლიციელი და მოწმეებად მოჰყავთ ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული ადამიანები”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
მისი თქმით, ბრალდებულებთან ერთად დგას წინა ხაზზე, რომ სიმართლე დაამტკიცოს და არც ერთი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
ამასთან, ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კახა ნაკანის გამოცდილება და ავტორიტეტი ნორმალურმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და უხერხულია, როდესაც ნაკანის მსგავსი პიროვნება გაზგასამართი სადგურით ირჩენს თავს.
ფირცხალავას გამოსვლას მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა. გიორგი გოგინაშვილმა ბრალდებულის მისამართით განაცხადა, რომ ის არ არის აღნიშნული პირების ადვოკატი.
ამ დროისათვის მოსამართლე სათათბიროდ არის შესული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა – ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს
შემდეგი სტატიადონეცკში ჭურვი საავადმყოფოს მოხვდა