ირაკლი ფირცხალავა: ან დამიბარონ და დამკითხონ, ან დამიჭირონ

ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ მისი დაკავება ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაანონსებულია და ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ბადაშვილის უწყებას “სამართალდამცველთა დაცვის ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიმართავს, რომ ე.წ. კორტების საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს, რათა არ მოხდეს უდანაშაულო პირების პასუხისგებაში მიცემა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეწოლა ხდება პოლიციელებზე და სხვა სამართალდამცავებზე. აქედან გამომდინარე გამოვცხადდი პროკურატურაში და ვაცხადებ, რომ მე მიმალვას არ ვაპირებ. არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ ვაპირებ. ვითხოვ, ან დამიბარონ და დამკითხონ, ან დამაკავონ, რაშიც მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,“ – აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.

banner
წინა სტატიაში“პანორამა თბილისის” მშენებლობა ბათუმშიც გააპროტესტეს
შემდეგი სტატიატრეფიკინგში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა