ირაკლი კობახიძე: პარტიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება

news
: news იანვარი 29, 2015 11:55

ირაკლი კობახიძე: პარტიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება

პარტიაში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეორგანიზაცია მიმდინარეობს. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეორგანიზაციის პროცესში მოხდება საკადრო ცვლილებებიც.
“ჩვენი ამოცანაა, რომ “ქართული ოცნება” ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის ძლიერ პარტიად, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ჩვენ წარმომადგენლობას ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში. ჩვენ ვართ სახელისუფლებო პარტია და აქედან გამომდინარე განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი სურათი მივიღოთ ადგილობრივ ორგანიზაციებში და მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომელიც არის. ვართ რეორგანიზაციის პროცესში. ვაძლიერებთ ცენტრალურ რგოლს და რაიონულ ორგანიზაციებს. ვაყალიბებთ პარტიის ხედვას, იდეოლოგიას. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მოიცავს ჩვენი პარტიის გეგმები”, – აღნიშნა კობახიძემ.

news
: news იანვარი 29, 2015 11:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics