ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

news
: news მარტი 7, 2015 17:06

ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის შემდეგ ივანე ბეგიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება . პროკურატურა ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული.

“ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ 4 მარტს სცემა. გედენიძე “ვარდების მოედანზე” აქციას, სახელწოდებით, “შემოულაწუნე” აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის “პროვოკაციაში დაადანაშაულა”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა.

გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

news
: news მარტი 7, 2015 17:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics