ირაკლი ალასანია დავით საგანელიძის განცხადებას ეხმიანება–”გამოჩნდება რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 16, 2015 20:28

ირაკლი ალასანია დავით საგანელიძის განცხადებას ეხმიანება–”გამოჩნდება რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი”

მნიშვნელოვანი

  • ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება - ვინ დაუჭერს მხარს, ვინ - არა და გამოჩნდება, რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. ეს ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებს, უბრალოდ საინტერესო იქნება თვითონ როგორ წარმართავენ პოლიტიკურად კომიტეტებიდან გადაყენების პროცესებს"

სხვა სტატიები

alasaniaალასანია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის საგაზაფხულო სესიაზე საპარლემენტო თანამდებობებიდან “თავისუფალი დემოკრატების” გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
“დააყენონ, ეს მათი ნებაა. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო, ნიშანდობლივი პროცესი იქნება – ვინ დაუჭერს მხარს, ვინ – არა და გამოჩნდება, რეალურად რამდენად ფასდება უმრავლესობაში პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება. ეს ჩვენ დიდს ვერაფერს დაგვაკლებს, უბრალოდ საინტერესო იქნება თვითონ როგორ წარმართავენ პოლიტიკურად კომიტეტებიდან გადაყენების პროცესებს”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, ეს პროცესი დამოკიდებული იქნება, თავად უმრავლესობა რამდენად არის მზად აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად. ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ უმრავლესობაშიც იქნებიან ადამიანები, ვინც საკუთარი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 16, 2015 20:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics