ირაკლი ალასანიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან მასზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა

“თავისუფალი დემოკრატები” საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის ლიდერები მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

მათი განცხადებით, შეხვედრების მიზანი რეგიონის მდგომარეობის შესწავლაა, რის საფუძველზეც პოლიტიკური ძალა განვითარების პროგრამის შედგენას გეგმავს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება გააკრიტიკა და მასსა და „თავისუფალ დემოკრატებზე“ არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროს უდანაშაულო თანამშრომლები დააკავეს იმიტომ, რომ ჩემთვის ჩრდილი მოეყენებინათ. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თავდაცვაში რა წარმატებებიც იყო, მარტო ჩვენთვის გამოვიყენებდით. არადა, ეს ქვეყნის წარმატება იყო. ვიღაცას ეს არ უნდოდა, მაგრამ ჩვენ არ წავსულვართ კოალიციიდან. ზურგში დანა ჩაგვარტყეს და ისე გაგვიშვეს. ბიძინა ივანიშვილთანაც მართალი ვართ იმიტომ, რომ გახსოვთ თქვენ, თავიდანვე, ახალი მოსულები რომ ვიყავით ხელისუფლებაში, ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო კამპანია. ვიღაცამ რაღაცა უთხრა და მე ვიცე-პრემიერობის სტატუსი მომიხსნეს,“ – აცხადებს ალასანია.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ეწევა”
შემდეგი სტატიაგურამ შარაძის შვილი მამამისის მკვლელობის ახალი დეტალებზე საუბრობს