“იოტისოდენა საფუძველიც არ მაქვს იმისა, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს არის უბედური შემთხვევა”

news
: news თებერვალი 11, 2015 12:34 განახლებულია

“იოტისოდენა საფუძველიც არ მაქვს იმისა, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს არის უბედური შემთხვევა”

არ მაქვს საფუძველი ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ, ან FBI-ის დასკვნაში ეჭვი შევიტანო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა დეპუტატმა პეტრე მამრაძემ განუცხადა.
როგორც მამრაძემ აღნიშნა, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მას არაერთი უცხოელი დიპლომატი ესაუბრა და ყველა კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ მთავრობამ პირველივე წუთიდან შესაბამისი მასალების გაცნობის და გამოძიებაში FBI-ს ჩართვის საშუალება მისცა მათ.
“მათი აზრით, ეს იყო უბედური შემთხვევა. ეს მოხდა იქ და არა სხვაგან. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ იოტისოდენა საფუძველიც არ მაქვს იმისა, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს არის უბედური შემთხვევა. კონფიდენციალურად რა თქმა უნდა, მეუბნებოდნენ დნმ-ის შესახებაც. ჩემთვის სიურპირიზი იყო, როდესაც ირაკლი ბათიაშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ასეთი კონფიდენციალური ბინები ყოველთვის ჰქონდა და მათ ცვლიდა. ამის შესახებ ვკითხე იმ ადამიანებს ზურას გარემოცვიდან, ვისაც ეს უნდა სცოდნოდათ და მათაც დამიდასტურეს”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
იგი სრულიად დარწმუნებულია ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ხარშილაძისა და ძაძამიას უდანაშაულობაში და აცხადებს, რომ ისინი არიან უდანაშაულოები ყველაფერში გარდა იმისა, რომ ბრძანების მიღების შემდეგ, ადგილზე არსებული ვითარების ფალსიფიცირებას შეუდგნენ.
მამრაძე მოუწოდებს ხარშილაძეს და ძაძამიას, ასევე ყოფილ ვიცე პრემიერს, გიორგი ბარამიძეს დაკითხვას არ დაელოდნენ და დეტალურად მოყვნენ ის სიტუაცია და ის ვითარება, რაც მათ ბინაში დახვდათ.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას მამა, ბესარიონ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის მთელს საქართველოს ფეხზე დააყენებდა და არ დაუშვებდა, რომ უდანაშაულო ადამიანები ტყუილუბრალოდ გაწვალებულიყვნენ ამ საქმის გამო.
“ამ ამბის შემდეგ, როდესაც ძაძამია შემხვდა, მან მითხრა ასეთი სიტყვები: მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ბატონი ზურაბის ღირსების შესანარჩუნებლად და პირჯვარი გადაისახა. მოვუწოდებ მას მოყვეს, რა იყო ის აბსურდული სიტუაცია, რომელიც დახვდა ბინაში”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
მისივე თქმით, ხარშილაძემ პირველ რიგში დაურეკა ბარამიძეს და მხოლოდ ამის შემდეგ სააკაშვილს. პეტრე მამრაძე გამორიცხავს, რომ ხარშილაძის, ან თუნდაც ბარამიძის ინიციატივით მომხდარიყო შემთხვევის ადგილას რაიმე გადაადგილება და ვარაუდობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ სააკაშვილის დონეზე

news
: news თებერვალი 11, 2015 12:34 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics