იორდანია პილოტის გამო შურს იძიებს

იორდანია პილოტის გამო შურს იძიებს

იორდანია პილოტის გამო შურს იძიებსიორდანიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა მოაზ ალ-კასასბის სიკვდილი მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ისინი ტყვედჩავარდნილ იორდანელ მფრინავს ცოცხლად წვავენ.
ჯიჰადისტების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ცეცხლმოკიდებული ადამიანი ჩანს, რომელიც კოცონის შუაში დგას.
იორდანიის მთავრობა მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ისლამისტურ სახელმწიფოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მფრინავი გასული წლის დეკემბერში ჩავარდა მძევლად, როცა იძულებითი დაჯდომა განახორციელა ერთ-ერთი ავიადარტყმების შემდეგ, როცა მას „ისლამისტური სახელმწიფოს“ პოზიციებზე მიჰქონდა იერიში.
იორდანიამ საპასუხოდ სიკვდილით დასაჯა ორი ისლამისტი, მათ შორის საჯი არ-პისარი, რომელიც 2005 წლის ტერაქტში იყო ეჭვმიტანილი, რომლის დროსაც 60 ადამიანი დაიღუპა.
ისლამური სახელმწიფოს მეომრები მის იაპონელ მძევლებზე გაცვლას ითხოვდნენ.
მფრინავის დაწვის შემდეგ იორდანიის მეფე აბდალა II-მ აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა. მან „ისლამურ სახელმწიფოს“ სულით ავადმყოფები უწოდა, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ისლამთან“.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარალკ ობამამ თქვა, რომ ვიდეო „ჯიჰადისტების არაადამიანურობის დემონსტრირებაა.“
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მომხდარი შეაფასა, როგორც „ამაზრზენი მკვლელობა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას რომ „ისლამური სახელმწიფო“ უნდა დავამარცხოთ გაამტკიცებს.“
მფრინავის ცოცხლად დაწვის 22 წუთიანი მაღალი ხარისხის ვიდეო ჯიჰადისტებმა „ტვიტერით“ გაავრცელეს. ანალიტიკოსების აზრით ვიდეოს მიზანი საზოგადოებაში შოკის გამოწვევა იყო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი:”უმრავლესობამ მოითხოვა შესვენება. მიზეზი: უნდა გაარკვიონ, გვცემენ თუ არა