ინგლისის ეკლესია სამი მშობლისგან ბავშვის გაჩენის წინააღმდეგია

ანგლიკანურმა და ბრიტანეთის კათოლიკურმა ეკლესიებმა ბრიტანთის პარლამენტს მოუწოდეს არ მიიღონ კანონპროექტი, რომელიც ადამიანს უფლებას რთავს ემბრიონის სამი ბიოლოგიური მშობლისგან შექმნას.
ტექნოლოგია სპეციალურად იქნა გამოგონილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეამცირონ მშობლბისგან გენეტიკური დაავადებების გადაცემა, თუმცა ინგლისის ეკლესიის სამედიცინო ეთიკის მრჩეველის ბრენდან მაკარტნის თქმით, თავდაპირველად საჭიროა ზუსტი ცოდნა იმისა, თუ რამდენად ეფექტურია მეთოდი.
სამშაბათს ბრიტანეთის პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელებს. ამ შედეგზე იქნება დამოკიდებული, იქნება თუ არა ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ბავშვის სამი მშობლისგან ჩასახვა იქნება შესაძლებელია.

banner
წინა სტატიაშიდღეს მინსკში უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართება
შემდეგი სტატიამსახიობებმა გეების შეწყალებაზე თხოვნის წერილი დაწერეს