ითხოვენ

news
: news მარტი 24, 2015 21:10 განახლებულია

ითხოვენ

მნიშვნელოვანი

  • ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 53-ე შეხვედრა ხვალ გაიმართება.

სხვა სტატიები

ცხინვალიადგილნაცვალი პირების თქმით, 2008 წლიდან დღემდე, მიცვალებულთა ხსენების დღესაც კი, წინაპრებს და დაღუპულ ახლობლებს სათანადო პატივს ვერ მიაგებენ, რაც მათ ყოფას უფრო მეტად მტკივნეულს ხდის.

ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საომარმა მოქმედებებმა ლიახვის ხეობაში არსებული საფლავების ნაწილი დააზიანა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან.

„2008 წლის შემოდგომით მოვახერხე გადასვლა და ჩემი შვილის საფლავის მონახულება. ალბათ, რაიმე ნასხლეტი იქაც მოხვდა, გაფანტული იყო მიწა და გავასწორე. სხვა საფლავებსაც გადავხედე და ზოგიერთი მათგანი დაზიანებული იყო. მას შემდეგ აღარაფერი ვიცი, რა ხდება იმ ტერიტორიაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ ადგილებში სამხედრო ქალაქების გაშენებას აპირებდნენ რუსები და ვშიშობთ რომ ჩვენ მიცვალებულებთან კვალი არ დაიკარგოს“, – აცხადებს დევნილი გია ლაფაჩი.

შვილის საფლავზე ვერ ახერხებს ჩასვლას დევნილი მაია ნასუაშვილი, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ მიეცემა შვილის საფლავზე გასვლის საშუალება.

„6 წელია, ამ საქმეზე დავდივარ, ვიყავი წითელ ჯვარში, ვიყავი გუბერნიაში. ზაქარეიშვილის უწყებაშიც კი ჩავედი, მაგრამ მითხრეს, რომ შენნაირი დედა ქალბატონო იცით რამდენიაო? ვერავინ დამაიმედებელ პასუხს ვერ მეუბნება, ოდესღაც გვექნება თუ არა იმის საშუალება, რომ სულ რამდენიმე წუთით მაინც შევიდეთ. ჩემი 21 წლის შვილის 40-ის გადახდაც ვერ მოვასწარით, ომი რომ დაიწყო. საფლავის ქვას აგერ აქ ვინახავ კოტეჯში, იმ იმედით რომ ეს ქვა ოდესღაც თავის დანიშნულების ადგილას მივა“ – აცხადებს დევნილი მაია ნასუაშვილი.

2008 წლის ომის შემდეგ პირველად, საფლავების მონახულების საკითხის დაყენებას სააღდგომოდ ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე აპირებს.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 53-ე შეხვედრა ხვალ გაიმართება.

news
: news მარტი 24, 2015 21:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics