“იდენტობა” კესარია აბრამიძის დამცირებისთვის ჯაჯანიძის გადაცემის დახურვას ითხოვს

ორგანიზაცია „იდენტობას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე გადაცემას „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ გამოეხმაურა.

ვაჭარაძემ მკაცრად გააკრიტიკა გადაცემა და პირობა დადო, რომ ის დაიხურება.

„იმედზე საშინელი შოუ რომ გადის, ჯაჯანიძის, რაც დღეს იქ ვიხილეთ მსგავსი საშინელება ჯერ არ ყოფილა (ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად ეშვებიან უფსკრულში). ისეთი ამაზრზენი ტრანსფობია გამოიჩინეს კესარია აბრამიძის მიმართ, რომ ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე. ხვალ დილიდანვე მივხედავთ ამ საქმეს. ეს გადაცემა უნდა დაიხუროს და პირობას ვდებ რომ ლგბტ თემის წევრებთან ერთად ამას მივაღწევთ, უკიდურესი ზომების მიღებაც რომ დამჭირდეს. ასეთი დამცირება, დაცინვა, გადავლა ადამიანზე მისი გენდერული იდენტობის გამო მეორე არ მინახავს. მე აქ მხარეებს არ ვიჭერ და იქ მიმდინარე კამათზე არ ვაკეთებ კომენტარს.  აქ პრობლემა მაქვს ამ არხთან, მის ჯერჯერობით უპასუხისმგებლო მენეჯმენტთან და ყველა იმ ადამიანთან რომელიც ცოცხალი ადამიანებისგან ცირკს აწყობს“ – წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ირაკლი ვაჭარაძე. შეგახსენებთ, „იმედზე“ გასული გადაცემის მთავარი თემა ქალისა და კაცის ურთიერთობა იყო. მოწვეულ სტუმრებს შორის კესარია აბრამიძე და იუნა შაფათავაც იყვნენ. გადაცემის მსვლელობისას მათ შორის კონფლიქტი მოხდა.  სტუმრებმა ერთმანეთს გენდერული და ჰიგიენური ნიშნით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ელჩი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს
შემდეგი სტატია“ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა, მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება,” – ეროვნული ბანკი