“თუ ქართული მხარე მზად იქნება ჩვენ განვაახლებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პროცესს”

news
: news თებერვალი 8, 2015 20:07

“თუ ქართული მხარე მზად იქნება ჩვენ განვაახლებთ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პროცესს”

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი არ შეწყვეტილა. ლავროვს მიაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი და საჭიროა.

სხვა სტატიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი არ შეწყვეტილა. ლავროვს მიაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი და საჭიროა.

“საქართველოსთან კონტაქტებისაგან ჩვენ თავი არასდროს აგვირიდებია, დიპლომატიური ურთიერთობებიც ჩვენ არ გაგვიწყვიტავს. აბაშიძე–კარასინის ფორმატი ისევ არსებობს. არ მსმენია არანაირი ოფიციალური განცხადება ამ ფორმატის გაუქმებაზე, უბრალოდ ისინი დიდი ხანია არ შეხვედრილან. ეს ფაქტია, თუმცა ამას მშვიდათ უნდა შევხედოთ. ვფიქრობ როგორც კი ქართული მხარე მზად იქნება, ჩვენ ამ ფორმატს ავამუშავებთ. ის საკმაოდ სასარგებლოა, გვაძლევს საშუალებას გავცვალოთ პოზიციები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც მხარეებს შორის ჩნდება,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და უკრაინას შორის პარალელი გაავლო და დასავლეთი გააკრიტიკა.

“2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტის საბოლოო განცხადებაში გაკეთებულმა ჩანაწერმა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატოს წევრები, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და დაიწყო სამხედრო ავანტიურა სამხრეთ ოსეთში. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი წინდაუხედავი მხარდაჭერისაგან თავბრუსხვევა არ გაუწევს ცუდ სამსახურს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

news
: news თებერვალი 8, 2015 20:07
დაწერეთ კომენტარი

კომენტარი არაა

კომენტარი არაა!

შეგიძლიათ დატოვოთ თქვნი კომენტარი.

დაწერეთ კომენტარი
კომენტარების ნახვა

დაწერეთ კომენტარი

თქვენი e-mail არ გამოქვეყნდება.
აუცილებელი ველი*

გამოკითხვა

მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


6,216
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics