თუ ვინმე მიცვალებულებს ატრიალებს, ეს თქვენ ხართ და თქვენი ჭორიკანა პროკურორი არჩილ კბილაშვილი-ირმა ნადირაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 5, 2015 21:13 განახლებულია

თუ ვინმე მიცვალებულებს ატრიალებს, ეს თქვენ ხართ და თქვენი ჭორიკანა პროკურორი არჩილ კბილაშვილი-ირმა ნადირაშვილი

მნიშვნელოვანი

  • თუ ვინმე მიცვალებულებს ატრიალებს, ეს თქვენ ხართ და თქვენი ჭორიკანა პროკურორი არჩილ კბილაშვილი-ირმა ნადირაშვილი

სხვა სტატიები

საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ ხმათა უმრავლესობით ცესკოში ვაკანტურ თანამდებობაზე 3 კანდიდატი დაამტკიცაგახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას დეპუტატებს, ნუკრი ქანთარიას და ირმა ნადირაშვილს შორის მწვავე პოლემიკა მოჰყვა .
ქანთარიამ უმცირესობის წევრებს გარდაცვლილებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მიმართა, “თავი დაანებონ მკვდარი ადამიანების ტრიალს”.

ქანთარიას გამოსვლას უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. “დღემდე გარდაცვლილი ადამიანებით ინარჩუნებთ თანამდებობებს. თუ ვინმე მიცვალებულებს ატრიალებს, ეს თქვენ ხართ და თქვენი ჭორიკანა პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ არა ეს მიცვალებულები, ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდითო. მარტო კი არ მოხვედით ამ მიცვალებულებით, არამედ ამ მიცვალებულებით ხელისუფლებას ინარჩუნებთ. ქვეყნის მართვაში უუნაროები ხართ და როცა კრიზის გაქვთ, მიცვალებულების ტრიალს იწყებთ. მეც შემიძლია შეგახსენოთ, როგორ დარბოდით თბილისის ომის დროს, როდესაც საკუთარი მეგობარი დაჭერით. ძალიან უხერხულია როცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე ხელს აქეთ იშვერთ”, – მიმართა ქანთარიას ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტმა “იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე” დადგენილების პროექტი განიხილა. კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.

როგორც უმცირესობა განმარტავს, მკვლელობის საქმეები, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შეკვეთილია, დღემდე გამოუძიებელია. ამიტომაც მათი აზრით, მიზანშეწონილია პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩაერთოს და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე მან აიღოს პასუხისმგებლობა.
საკითხს მხარს არ უჭერს უმრავლესობა. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეებს საგამოძოებო ორგანოები გამოიძიებენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 5, 2015 21:13 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics