თინა ხიდაშელი: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს

news
: news თებერვალი 7, 2015 13:43 განახლებულია

თინა ხიდაშელი: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ . ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს და იმ პოზიციას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე 3 წლიანი – გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ.

“მე ვიზიარებ ალექსანდრე ბარამიძის მოსაზრებას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს. ბევრი რამ არ მომწონს ჩვენ კონსტიტუციაში, ამიტომ ეს იშვიათი შემთხვევაა”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კონსტიტუციაში მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმის გაუქმების საფუძველს ვერ ხედავს.
”ჩემი აზრით, არავითარი საფუძველი ამ ცვლილების შეტანისთვის არ გვაქვს. ჯერ უნდა ვნახოთ ახალი ცვლილებები როგორ ამოქმედდება. რა საფუძველი არსებობს ახლა, რომ ის უნდა შეიცვალოს?” – განაცხადა ბარამიძემ.

news
: news თებერვალი 7, 2015 13:43 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics