თბილისის მერიის 2015 წლის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები ცნობილია

news
: news თებერვალი 5, 2015 14:37

თბილისის მერიის 2015 წლის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები ცნობილია

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მედიას 2015 წლისთვის დაგეგმილი პრიორიტეტული პროგრამები გააცნო.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით, 29 პროგრამა განხორციელდება და რესურსების შედარებით მეტი რაოდენობა სიღარიბის ნიშნით მიზნობრივ ჯგუფებს მოხმარდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ პროგრამების მიზნობრიობისა და განხორციელების ეფექტიანობის შესაფასებლად, კვლევებიც ჩატარდება.

„ეს არის ის პროგრამები, რომლებიც 2015 წელს იყო პრიორიტეტული მერიისთვის, განსაკუთრებით ლეიკემიის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამები, ჰეპატიტის პროგრამა. სოციალური პროგრამებიდან 5 ახალი პროგრამა დაემატა დედაქალაქს მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად. ასევე გამოვყოფდი შშმ პირების დაფინანსებას, რომელთა საჭიროებაც განსაკუთრებით მაღალია,“ – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

news
: news თებერვალი 5, 2015 14:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics